ფეხბურთი

17:03 | 18.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილის დაბრუნება და საგოლე პასი, ჯოვინოს ჰეთ-თრიქი

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-5 ტური „გაგრას“ და „დინამო ბათუმის“ მატჩით დაიწყო, რომელიც სტუმრებმა ძალიან იოლად, 4:1 მოიგეს.

შეხვედრის გმირი ჯოვინო ფლამარიონი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. ბრაზილიელი შესანიშნავ ფორმაშია და მიმდინარე სეზონიც შედეგიანად დაიწყო. ჯოვინოს გარდა, ერთი გოლი პაატა ღუდუშაურის აქტივშია. აღსანიშნავია, რომ გია გეგუჩაძის გუნდი პირველი ტაიმის მერე 3:0-ს იგებდა, შესაბამისად, მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.

„გაგრამ“ ერთადერთი ის შეძლო, რომ 59-ე წუთზე მუსელიანმა პრესტიჟის გოლი გაიტანა. სხვათა შორის, მას საგოლე პასი თორნიკე ოქრიაშვილმა გაუკეთა, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველად ითამაშა. თორნიკემ მოედანზე მეორე ტაიმი გაატარა.

„დინამო ბათუმს“ 5 ტურში 13 ქულა აქვს და ამ დროისთვის ლიდერია, მომდევნო ტურში კი 2 აპრილს, „სამგურალს“ უმასპინძლებს, ხოლო „გაგრა“ 1 ქულით ბოლო ადგილზეა, წინ კი 1 აპრილს, „საბურთალოსთან“ თამაში ელოდება.

„გაგრა“ – „დინამო ბათუმი“ 1:4 (0:3)

გოლები: 0:1 ჯოვინო (19), 0:2 ჯოვინო (35), 0:3 ღუდუშაური (42), 0:4 ჯოვინო (51), 1:4 მუსელიანი (59)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11507