ფეხბურთი

20:10 | 17.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მარტინესმა პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ესპანელი სპეციალისტის რჩეულთა შორისაა კრიშტიანუ რონალდუც, რომელიც კარიერას საუდის არაბეთში აგრძელებს.

მეკარეები: დიოგო კოშტა (პორტუ), ჟოზე სა (ვულვზი), რუი პატრისიუ (რომა)

მცველები: ანტინიო სილვა (ბენფიკა), დანილო პერეირა (პსჟ), დიოგო ლეიტე, გონსალო ინასიო (სპორტინგი), ჟოაო კანსელო (ბაიერნი), დიოგო დალო (მანჩესტერი), პეპე (პორტუ), ნუნუ მენდეში (პსჟ), რაფაელ გერეირო (დორტმუნდი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი)

ნახევარმცველები: ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი), ჟოაო პალინია (ფულჰემი), ჟოაო მარიო (ბენფიკა), მათეუს ნუნიეში (ვულვზი), ოტავიო (პორტუ), რუბენ ნევეში (ვულვზი), ვიტინია (პსჟ), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი)

თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (ალ-ნასრი), დიოგო ჟოტა (ლივერპული), გონსალო რამოში (ბენფიკა), ჟოაო ფელიქსი (ჩელსი), რაფაელ ლეაო (მილანი)

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის ორ მატჩში 23 და 26 მარტს, შესაბამისად, ლიხტენშტეინისა და ლუქსემბურგის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114849