სხვა

0:54 | 17.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი დოპინგ ტესტების გაცდენაზე დააჯარიმეს

ქალთა შორის ბირთვის კვრაში ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, ამერიკელი რეივენ სონდერსი დისკვალიფიკაცით იმის გამო დაისაჯა, რომ დოპინგ ტესტებს, საკუთარი ადგილსამყოფელის დამალვით, თავი აარიდა. ეს კი დოპინგის გამოყენებასთან არის გაიგივებული.

შეერთებული შტატების დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოს ინფორმაციით, სონდერსმა 12-თვიან პერიოდში, სამი დოპინგ კონტროლი გააცდინა, სამივე შემთხვევაში, ლაბორატორიის თანამშრომლებს, თავისი ადგილსამყოფელი არ შეატყობინა.

მესამე ტესტი მან შარშან, 15 აგვისტოს გააცდინა. სწორედ ამ თარიღიდან იწყება მისი დისკვალიფიკაცია, რომლის გამო, ის მძლეოსანთა ღია არენების აშშ-ის ჩემპიონატზე ასპარეზობას ვერ შეძლებს. შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატსაც (ბუდაპეშტი) გამოტოვებს. თუმცა დისკვალიფიკაცია პარიზის ოლიმპიადამდე დაუმთავრდება.

26 წლის ათლეტმა, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩინელ გონ ლიძიაოსთან დამარცხდა, დოპინგ კონტროლის წესების დარღვევის გამო, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ის ამბობს, რომ ყოველი გაცდენილი ტესტის შემდეგ, სინჯებს აბარებდა, მაგრამ აკრძალულ პრეპარატებზე არასდროს ჩავარდნილა.

0.117214