კალათბურთი

0:25 | 17.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია დაბრუნდა, "ვირტუსმა" ევროლიგაში "მონაკოსთან" წააგო

ევროლიგის 29-ე ტურში „ვირტუს ბოლონია“ „მონაკოს“ ესტუმრა და 68:81 დამარცხდა. მონეგასკები მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ და საბოლოო გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვეს.

ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ თორნიკე შენგელია მოედანზე დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 18 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 2 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა.

„ვირტუს ბოლონია“ 13 მოგებით და 19 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 24 მარტს, მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

0.113877