21:35 | 16.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მოისწრაფიშვილი ხუთ ევროპულ გუნდს დაუკავშირეს

„დინამო თბილისის“ და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი ევროპული კლუბების ინტერესის სფეროშია.

ესპანური გამოცემის Relevo-ს ჟურნალისტი მატეო მორეტო სოციალურ ქსელში წერს, რომ გიორგით დანიური „კოპენჰაგენი“, ფრანგული „ტულუზა“, შვეიცარიული „ბაზელი“, ბულგარული „ლუდოგორეცი“ და იტალიური „სასუოლო“ არიან დაინტერესებული.

„სასუოლოს“ ინტერესის შესახებ რამდენიმე დღის წინაც ვწერდით, დანარჩენი კლუბების ინტერესი კი სიახლეა. ჯერჯერობით, სხვა უფრო კონკრეტული დეტალები უცნობია. მას "დინამოსთან" კონტრაქტი 2024-წლამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის გიორგი მოისწრაფიშვილმა გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში 30 მატჩში თავი 7 გოლით და 8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, ხოლო მიმდინარე სეზონში ორ შეხვედრაში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო.

0.136825