ფეხბურთი

17:18 | 15.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტანისლავ ლობოტკამ “ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა

„ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა და ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ფიგურამ, სლოვაკმა სტანისლავ ლობოტკამ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.



კონტრაქტის მიხედვით, გუნდს სლოვაკ ფეხბურთელთან ამოწურვის შემდგომ კიდევ 1 წლით გახანგრძლივება შეეძლება.



ლობოტკა „პარტენოპეის“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს, როდესაც გუნდს „სელტადან“ შეუერთდა. ამ დროში ლობოტკამ 99 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ამ სეზონში სლოვაკი, ისევე როგორც მთელი „ნაპოლი“, შესანიშნავად გამოიყურება. მან გუნდის მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა, თუმცა მისი როლი გუნდში გაცილებით დიდია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119545