სხვა

16:48 | 15.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები ევროთასზე ითამაშებს

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში 29 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით მინი ფეხბურთში ევროთასი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.



გუშინ Socca Federation-ის მიერ წილისყრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ირლანდიის და კვიპროსის წინააღმდეგ ითამაშებს.



ტურნირში სულ ევროპის 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გუნდები 4 ჯგუფში გადანაწილდებიან. შედეგად, 3 ჯგუფი იქნება 3-გუნდიანი, ერთი კი 4-იანი.

შეგახსენებთ, რომ მინი ფეხბურთში საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა, სადაც D ჯგუფში, ბრაზილიის, მოლდოვას, ბელგიის და კენიის წინააღმდეგ მე-4 ადგილი დაიკავა და მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა.

მინი ფეხბურთი ფუტსალისგან ოდნავ განსხვავებული წესებით მიმდინარეობს, თუმცა ის ძირითადად ფუტსალის ლიგის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული.

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფები:

A ჯგუფი: მოლდოვა, გერმანია, უნგრეთი
B ჯგუფი: ყაზახეთი, საფრანგეთი, ხორვატია
C ჯგუფი: რუმინეთი, ალბანეთი, ლუქსემბურგი, ესპანეთი
D ჯგუფი: საქართველო, ირლანდია, კვიპროსი

0.114672