ფეხბურთი

19:36 | 14.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: ობლაკი თუ წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილს დაიმატებს

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუკავშირეს.

როგორც ესპანური მედია წერს, „როხიბლანკოში“ მამარდას იან ობლაკის შემცვლელად მოიაზრებენ. უფრო მეტიც, todofichajes-ს ცნობით, იმ შემთხვევაში თუ სლოვენიელი მეკარე გუნდს დატოვებს, „ატლეტიკოში“ გადაწყვეტილი აქვთ, რომ ის ქართველი მეკარით შეცვალონ.

„ვალენსიას“ პრეზიდენტ პიტერ ლიმისთვის გიორგი კარგი აქტივია და მის გასხვისებას ხელს არ შეუშლის. საუბარია დაახლოებით 25 მილიონ ევროზე - ამ საფასურად „ღამურები“ მზად იქნებიან 22 წლის მეკარეს შეელიონ.

აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკოს“ გარდა გიორგი მამარდაშვილს აქტიურად ტურინის „იუვენტუსს“ და ლონდონის „ტოტენჰემს“ უკავშირებენ.

აქვე გეტყვით, რომ ქართველ მეკარეს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.114018