ფეხბურთი

19:29 | 13.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო დი კანიო: "კვარაცხელია მომავალი თაობის კომპიუტერი და ახალი სახეობის გველია!"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ატალანტასთან“ გატანილ გოლზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელი მომავალი თაობის კომპიუტერი და ახალი სახეობის გველია.

„მშვენიერი გოლია, რომელიც ახსნას საჭიროებს, რადგან გენიალურია. არალეგალური გოლია. ის არ უყურებს ბურთს, რადგან ყველაფერი იცის, როგორ გააკეთოს. ყველაფერს წამის მეასედებში აკეთებს, არადა, როგორც წესი, ფეხის მსგავსი მოძრაობებისთვის მეტი დროა საჭირო. ეს არის ოსტატობა ბიჭებო, ამაზე ფიქრი და წარმოდგენაც კი რთულია.

რასაც ეს ბიჭი აკეთებს, გველის ახალი სახეობაა. ის არ ელოდება როდის იმოქმედებს შხამი კბენის შემდეგ, არამედ მუდმივად გკბენს და გჭამს. ზებგერითი სიჩქარით მოძრაობს. გოლის მომენტში მისი მოქმედება ახალი თაობის კი არა, მომავალი თაობის კომპიუტერი იყო“, - თქვა დი კანიომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.

0.117152