იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მან ქართველი ფეხბურთელი შეაქო, მასზე დადებითადაც ისაუბრა, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ დიეგო მარადონასთან შედარება უადგილოა.
კოზმი ფიქრობს, რომ ასეთი შედარებები კარგი არ არის, რადგან მარადონა მიუწვდომელი ფეხბურთელი იყო. იტალიელმა სპეციალისტმა ლუჩანო სპალეტის უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ კვარას გოლი მარადონას შესაბამისი გოლი იყო.
„მცნებებში ნათქვამია, რომ ღმერთის სახელის ტყუილად ხსენება არ შეიძლება. კვარა მაგიჟებს თავისი თამაშით, ხასიათით, თითქმის დაკარგულ მომენტებში ბრძოლით, დრიბლინგებით, არა მხოლოდ წარმატებული დრიბლინგებით. არიან ფეხბურთელები, რომლებიც პირველივე შეცდომის შემთხვევაში ჩერდებიან, მაგრამ ის აგრძელებს, მცდელობას, რადგან დრიბლინგი შინაგანად ახასიათებს. თუმცა ვიტყვი, რომ გუშინდელი გოლის მსგავსი მარადონას მინიმუმ 300 ექნება გატანილი. როცა კვარა კიდევ 299 ასეთ გოლს გაიტანს, ამაზე ისევ შეგვიძლია მერე ვისაუბროთ.
კვარაცხელია „ნაპოლის“ ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ მარადონას არ უნდა შევადაროთ, რადგან ამას კარგი არავისთვის მოაქვს. როცა ჯანფრანკო ძოლა გამოჩნდა, თქვეს, რომ ახალი მარადონა იყო. ძოლა დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ დიეგოსთან საერთო არაფერი ჰქონდა. მოდი, სხვები გავხადოთ ახალი კვარა! მარადონასთან ეს მუდმივი შედარება კი, ჩემი აზრით, რეალურ შესაძლებლობებს ამახინჯებს. სკამიდან ვვარდები, როდესაც ეს შედარებები მესმის. ვფიქრობ, ის არა საგოლე მომენტების რეალიზების მხრივ, არამედ მოძრაობებით ზოგჯერ კლაუდიო სალას ან ჯანლუიჯი ლენტინის ჰგავს. უბრალოდ დავტკბეთ მისი თამაშით მიუწვდომელ ადამიანებთან შედარების გარეშე“, - თქვა კოზმიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არც არასდროს შევადარებთ!!!
ოფიციალურ მატჩებში მარადონას სულ 259 გოლი აქვს გატანილი.მარადონა რა თქმა უნდა ზემოთამაშე იყო,მაგრამ 100 მაინც ეთქვა ამ ოჯახაშენებულს.ისე გადაჭარბებული ქებაც და ლანძღვაც ერთნაირად საზიანოა,დრო ყველაფერს გამოავლენს.წარმატებები ხვიჩას!
გავკარი მარადონას
უბერავს ბებერი და უხარია
კვარას ადგილზე მაგრად გამიტყდებიდა მეც ვინმეს რო მადარებდნენ წამდაუწუუმ. კვარას არ ევასება ვინმეს რო ადარებენ. კვარა კვარააა და ვსო. დავაცადოთ ამ ბიჭს თამაში და წლები რო გავა და რო მორჩევა აქტიურ ფეხბურთს, მერე ვილაპარაკოთ ვინ ვიზე დიდი იყო და ვის ვისზე დიდი ქონდა. გაახურეს რა საქმე რა საქმე
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
სადღაც მართალია, ჩვენ გვიხარია, გვსიამოვნებს, მაგრამ ეს მხოლიდ დასაწყისია, სპალეტიმ არ შეადარა როგორც ასეთი, მსგავსიო....დიეგო გუნდს ათრევდა მატარებელივით, თუ ხასიათზე იყო ნახევარი გუნდის საქმესაც აკეთებდა, ეს ვინც არ იცის და სხვანაირად აღიქვამს...შექება კარგია, ზედმეტმა შეიძლება თავბრუსხვევა გამოიწვიოს, ,,ზურგის ქარი'' ხვიჩა
ს
...და კიდევ-მტყუანს დავაჯვი თავზე რავაც სამასამდე ასეთი გოლი აქ ნარკომან დიეგოს გატანილი
კოზმი ჩაგიჯვი კეპკაში
ერთხელ შეცდა სპალეტი, რომ შეაქო და გაკრეს კბილი. სირი ესა. არ შეუდარებია.