ტურ დე ფრანსის ორგზის ჩემპიონმა, სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა, „ოცნების რბოლა“, პარიზი-ნიცას რვადღიანი ველომარათონი მოიგო. მან რვა ეტაპიდან სამი მოიგო, მათ შორის, ბოლო ეტაპიც, რომლის ფინიშსაც ეულად მიაღწია. მეორე ადგილი ფრანგმა დავიდ გაუდუმ დაიკავა, მესამეზე კი ტურ დე ფრანსის დანიელი ჩემპიონი, იონას ვიგეგაარდი გავიდა.
„პარიზი-ნიცას მოგება ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. აქ კონკურენცია მართლაც წარმოუდგენელი იყო. კვარცხლბეკზე დავიდ გაუდუსთან და იონას ვიგეგაარდთან ერთად დგომა, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია“, - განაცხადა პოგაჩარმა.
სლოვენიელმა ველომრბოლმა ახალ სეზონში თავისი განრიგი ისე შეცვალა, რომ ტურ დე ფრანსზე ტიტულის დაბრუნებისთვის ბრძოლა შეძლოს. ეს ტიტული ამჯერად ვინგეგაარდს ეკუთვნის.
კვირის სამთო ეტაპის წინ, პოგაჩარი ლიდერი იყო. ბოლო აღმართზე მან მდევრების ჩამოტოვება შეძლო. „ეს გზები კარგად ვიცი, რაც რბოლისას ძალნ დამეხმარა“, - განაცხადა სლოვენიელმა, ვინც მონკოში ცხოვრობს.