ფეხბურთი

21:11 | 12.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" უპირატესობა შეინარჩუნა, "მანჩესტერმა" აუტსაიდერს ვერ მოუგო

ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურში „არსენალმა“ ლონდონურ დერბიში სტუმრად „ფულჰემი“ იოლად დაამარცხა და „მანჩესტერ სიტისთან“ უპირატესობა შეინარჩუნა.

მიკელ არტეტას გუნდმა პრემიერლიგაში ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და ჩემპიონობისკენ ნელ-ნელა მიიწევს. „მეთოფეებმა“ პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩი ბედი, რადგან მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და საბოლოოდ 3:0 იმარჯვეს.

„არსენალი“ 66 ქულით ლიდერია და 5 ქულით უსწრებს „მანჩესტერ სიტის“, მომდევნო ტურში კი 19 მარტს, „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს. „ფულჰემი“ 39 ქულით მერვეა.

დღესვე „მანჩესტერმა“ ბოლოადგილოსან „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა და უგოლო ფრეს დასჯერდა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა „ლივერპულთან“0:7 განადგურების შემდეგ ევროპა ლიგაზე „ბეტისს“ დამაჯერებლად მოუგეს, მაგრამ „წმინდანებთან“ უგოლო ფრე ცხადია ცუდი შედეგია. აღსანიშნავია, რომ პირველივე ტაიმში გააძევეს კაზემირო, რომელმაც ცრემლები ვერ შეიკავა. ბოლო ერთ თვეში ბრაზილიელისთვის ეს მეორე წითელი ბარათია.

„მანჩესტერი“ 50 ქულით მესამე ადგილზეა, წინ კი 2 აპრილს, „ნიუკასლთან“ დაპირისპირება ელოდება.

„ფულჰემი“ – „არსენალი“ 0:3 (0:3)

გოლები: 0:1 გაბრიელი (21), 0:2 მარტინელი (26), 0:3 ოდეგორი (45)

„მანჩესტერი“ – „საუთჰემპტონი“ 0:0 (0:0)

0.113533