კალათბურთი

19:27 | 12.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

თად მაკფადენის შესანიშნავი თამაში და "მურსიას" გამარჯვება ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 22-ე ტურში თად მაკფადენის და რატი ანდრონიკაშვილის „მურსიამ“ მალაგას „უნიკახა“ დაძაბულ ბრძოლაში 85:80 დაამარცხა, რაშიც მაკფადენმა დიდი წვლილი შეიტანა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 27:31 წუთში 24 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თადმა 5-დან 2 ორქულიანი, 10-დან 5 სამქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 23-ს გაუტოლდა. ის ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო.

რატი ანდრონიკაშვილს კი სამწუხაროდ, მხოლოდ 16 წამი მიეცა სათამაშო დრო, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ვერაფერი მოასწრო.

„მურსია“ 9 მოგებით და 13 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 18 მარტს, „გრან კანარიას“ ესტუმრება.

0.119965