სხვა

13:03 | 12.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ხელბურთელებმა კონტინენტთაშორის თასზე გამოსვლა მეორე ადგილით დაასრულა

საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა კონტინენტთაშოორის თასზე ბოლო შეხვედრა ჩაატარა. გიორგი გვაზავას გუნდი ნიგერიას შეხვდა და დრამატულ მატჩში 27:26 მოიგო.

გამარჯვების მომტანი ბურთი ბოლო წამებზე სანდრო დარსანიამ გაიტანა, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი გიორგი არეშიძე გახდა.

19 წლამდე ნაკრებმა ოქტომბერში ევროპის თასი მოიგო, კოსტა რიკაში გამართული ტურნირი კი 3 გამარჯვებითა და 1 მარცხით, შესაბამისად მეორე ადგილზე დაასრულა. რის შემდგომადაც პლეი-ოფში გადაინაცვლა და პლანეტის პირველობაზე გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

ჩვენ ჯგუფში პირველ ადგილზე გვადალუპე გავიდა, რომელმაც ხორვატიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

0.11622