კალათბურთი

23:58 | 9.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძემ სავიზო პრობლემის გამო ვერ ითამაშა

ყაზანის “უნიქსმა“ მიმდინარე სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი გამართა, თუმცა ქართველი ლეგიონერის გარეშე. ვიქტორ სანიკიძეს ვთბ-ლიგის მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ყაზანელებმა რუსულვე “ავტოდორთან“ დიდი ბრძოლა გადაიტანეს და ბოლო წამებზე, 3 ქულის სხვაობით – 81:78 იმარჯვეს.

სანიკიძემ იმის გამო ვერ ითამაშა, რომ რუსეთის სამუშაო ვიზა არ გააჩნია. უფრო სწორად, მას ტურისტული ვიზა ამოეწურა და ახალი, სამუშაო ვიზის მისაღებად გარკვეული პროცედურების გავლა ესაჭიროება. შესაბამისი ვიზის არქონის გამო სანიკიძემ 6 ოქტომბერს, “უნიქსის“ წინასასეზონო პრეზენტაციაც გამოტოვა, რომელიც ყაზანის გუნდმა საკუთარ არენაზე, გულშემატკივრებისა და მასმედიის წინაშე გამართა.

“21-ე საუკუნეში რუსეთში სამუშაოდ ჩამოსვლა ამერიკელს, ანაც ბერძენს უფრო უადვილდება, ვიდრე ერთდ დროს თანამემამულე და ძალიან ახლობელ ქართველს“ – დანანებით და პოლიტიკოსთათვის ნიშნის მოგებითაა აღნიშნულია ვებ-გვერდზე business-gazeta.ru.

მომდევნო მატჩს ყაზანელები 12 ოქტომბერს, ისევ შინ, ფინურ “ბიზონსთან“ გამართავენ და იმედია, ამ დროისთვის სანიკიძეს სავიზო პრობლემები მოგვარებული ექნება.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114548