შვეიცარიელმა მარკო ოდერმატმა სლოვენიის კრანისკა გორაში გამართული გიგანტური სლალომის რბოლა მოიგო და აბსოლუტურ ჩათვლაში პრაქტიკულად გაინაღდა ბროლის დიდი გლობუსი. გარდა ამისა, ამ სახეობაში, ბროლის მცირე გლობუსი უკვე გაინაღდა.
ოდერმატი 140 ქულას უგებს მეორეზე მყოფ ნორვეგიელ ჰენრიკ კრისტოფერსენს და ამ სეზონის ბოლოს, უკვე მეხუთედ ასწევს გიგანტური სლალომის ბროლის მცირე გლობუსს.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ორი ცდის ჯამში, 0.23 წამით აჯობა მეორეზე გასულ ფრანგ ალექსის პინტუროს. კრისტოფერსენი კი მესამე ადგილს დასჯერდა. რბოლაში მონაწილეობა არ მიუღია ნორვეგიელ ალეკსანდერ ომოდტ კილდეს, ვინც ჩქაროსნული სახეობების სპეციალისტია. აბსოლუტურ ჩათვლაში, ის მეორე ადგილზე რჩება.
სეზონის დასრულებამდე ხუთი რბოლით ადრე, ოდერმატი კილდეს 486 ქულას უგებს. ეს კი ნიშნავს, რომ პრაქტიკულად მიუწვდომელია. სხვას შვეიცარიელის დამარცხების თეორიული შანსიც აღარ აქვს. კილდე სლოვენიაში არც გიგანტური სლალომის მეორე რბოლაში იასპარეზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოდერმატი ოფიციალურად სწორედ კრანისკა გორაში გაინაღდებს ბროლის დიდ გლობუსს.