„ლაიფციგმა,“ ბუნდესლიგის 24-ე ტურის მატჩში მიონხენგლადბახის „ბორუსია“ 3:0 დაამარცხა.
გოლები ტიმო ვერნერმა, ემილ ფორსბერგმა და იოშკო გვარდიოლმა გაიტანეს. სტუმარმა ალასან პლეამ 53-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
„ლაიფციგი“ 45 ქულით ბუნდესლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა. „გლადბახი“ კი - მეათეზე.
ლიდერი კი მიუნხენის „ბაიერნია,“ რომელმაც ბენჟამენ პავარის დუბლით, ჟოაუ კანსელუს, სადიო მანესა და ალფონსო დევისის გოლებით „აუგსბურგს“ 5:3 მოუგო.