მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ჟოაო კანსელო გააკრიტიკა. თუმცა, ბოსნიელმა იქვე აღნიშნა, რომ სამომავლოდ კანსელოს მნიშვნელოვან ფეხბურთელად განიხილავენ.
„ბოლო პერიოდში ის ვერ ვარჯიშობს და ვერ თამაშობს ისე, როგორც ველოდით. მას ვესაუბრებით და გვესმის, რასაც გრძნობს. ის ძალიან კარგი მოთამაშეა და მომავალში ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახდება“, - თქვა სალიჰამიჯიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ჟოაო კანსელო „ბაიერნმა“ იანვარში დაიმატა, მაგრამ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ფეხი ჯერჯერობით ვერ მოიკიდა.