ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ განაცხადა, რომ ლიონელ მესის კრიშტიანუ რონალდუ ურჩევნია. როგორც მან აღნიშნა, რონალდუ მესის შრომისმოყვარეობის გამო ურჩევნია და თავისი არჩევანი ასე დაასაბუთა:
„კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში ყველა დროის საუკეთესოა, არა იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია, არამედ იმიტომ, რომ შეყვარებული ვარ მის სამუშაო ეთიკაზე. მესის ღვთისგან ბოძებული ბიჭი აქვს, კრიშტიანუს კი ამ დიდების მოსაპოვებლად დიდი შრომა მოუწია. მესის ისეთივე სამუშაო ეთიკა რომ ჰქონოდა, როგორიც რონალდუს, ალბათ 15 „ოქროს ბურთს“ მოიგებდა. მომწონს ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, ამიტომაც ვირჩევ რონალდუს“, - თქვა ევრამ.
შეგახსენებთ, რომ პატრის ევრა და კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ თანაგუნდელები იყვნენ.