ფეხბურთი

13:53 | 9.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნის“ პრეზიდენტი: „ჩვენზე ძლიერს ვერავის ვხედავ“

„ბაიერნის“ პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა, „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის მოგების შემდეგ (2:0), ტურნირზე მიუნხენური კლუბის შანსები შეაფასა.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომელსაც ევროპულ შეჯიბრებებში საკუთარი თავის წარმოჩენა კარგად შეუძლია. ვფიქრობ, გამარჯვების ყველა შანსი გვაქვს. ცოტა იღბალი გჭირდება. თუმცა ახლა ტურნირზე ჩვენზე ძლიერს ვერავის ვხედავ.“ - ციტირებს ტვიტერში ჰაინერის სიტყვებს ჟურნალისტი მარტინ ფოლკმარი.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 2020 წელს მოიგო. მაშინ ფინალურ მატჩში მიუნხენელებმა სწორედ პსჟ-ს მოუგეს 1:0. ერთადერთი გოლი კინგსლი კომანმა გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10938