საქართველოს ხელბურთელთა 19 წლამდე ნაკრებმა კონტინენტთაშორის თასზე მეორე მატჩიც მოგებით დაასრულა. გიორგი გვაზავას გუნდი ტაიტის ასაკობრივ ნაკრებს შეხვდა და მეტოქეს 16-ბურთიანი სხვაობით - 36:20 აჯობა, რითაც პოზიციები საგრძნობლად გაიმყარა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სანდრო დარსანია დასახელდა. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირის გამარჯვებული ხორვატიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. ჩვენი ქვეყნის გუნდი კონტინენტთაშორის თასზე ევროპის ზონის გამარჯვებულის სტატუსით გამოდის.
ქართველი ხებურთელები შემდეგ შეხვედრას 10 მარტს, თბილისის დროით 03:00 საათზე გვადალუპეს წინააღმდეგ გამართავენ. მატჩის ნახვა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იმყოფება, სადაც ლიდერია და 2 თამაში დარჩა ჩასატარებელი.
გუნდის შემადგენლობა
მეკარეები: გიგი რუხაძე, თემურ ქამადაძე;
უკანა ხაზი: გიგა მელიავა, ლევანი ფანცხავა, სანდრო დარსანია, ნიკოლოზ შერვაშიძე, გიორგი არეშიძე, დავით გრიშიკაშვილი;
გარემარბები: ვახტანგ ხელისუფალი, ანრი აბულაძე, ლუკა მუკბანიანი, ნუგზარ ტარიელაძე;
ხაზები: გიორგი გრიშიკაშვილი, ლუკა ლანჩავა.