სხვა

0:01 | 9.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მონტენეგროსთან ბოლო წამებზე დამარცხდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაიწყო, რომელსაც მონტენეგრო მასპინძლობს.

დეიან სტანოევიჩის გუნდმა პირველი შეხვედრა სწორედ მასპინძელი მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარა და დრამატულ ბრძოლაში 12:13 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვა და 3:1 დაწინაურდა. ორბურთიან უპირატესობას ქართველი წყალბურთელები მესამე პერიოდამდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ მესამე პერიოდის 0:3 წაგების შემდეგ მონტენეგრო დაწინაურდა.

შეხვედრა ძალიან ახლოს იყო ფრესთან, მაგრამ საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე მონტენეგრომ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და 13:12 მოიგო.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ასპარეზობს და მეორე ტურის მატჩს 9 მარტს, ავსტრალიასთან ჩაატარებს. ჯგუფში ასევე არიან სერბეთი, ესპანეთი და საბერძნეთი. ექვსი გუნდიდან საუკეთესო სამეული ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებს.

მონტენეგრო - საქართველო 13:12 (1:3, 5:5, 3:0, 4:4)

0.124278