ფეხბურთი

13:34 | 8.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟოან ლაპორტამ მესის მამასთან შეხვედრა დაადასტურა

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ არგენტინელი ფეხბურთელის მამასთან შეხვედრა მართლაც ჰქონდა, სადაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს.



თავდაპირველად, ამ თემის გარშემო ცნობები ესპანურ მედიაში გავრცელდა, თუმცა დაზუსტებული არ იყო ის, თუ რაზე ისაუბრეს ჟოან ლაპორტამ და ხორხე მესიმ - ამჯერად კი ამ ყველაფერის შესახებ პრეზიდენტმა ღიად ისაუბრა:

„დიახ, მე შეხვხვდი ხორხე მესის. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე და ლეოს ბოლო მატჩზე ვისაუბრეთ კლუბის მაისურით. ის ამჟამად „პსჟ“-შია, ასე რომ არ მინდა საუბარი მისი დაბრუნების ან არ დაბრუნების შესახებ“ - განაცხადა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ ლეო მესის პარიზულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულს ეწურება, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, გაახანგრძლივებს თუ არა მსოფლიო ჩემპიონი ხელშეკრულებას. მის გარშემო მსოფლიოს სპორტულ მედიებში უამრავი ჭორი ვრცელდება. ლეოს უკავშირებენ როგორც „ინტერ მაიამის“, ასევე საუდის არაბეთის კლუბებს და რაც მთავარია, „ბარსელონაში“ დაბრუნებას.

0.118587