კალათბურთი

10:07 | 8.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძემ ორლანდოში 20 წუთი მიიღო და კარგი მატჩიც ჩაატარა (+VIDEO)

ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ NBA-ში „ორლანდო მეჯიქის“ მაისურით მორიგი შეხვედრა ჩაატარა, სოლიდური სათამაშო დროც მიიღო და თავიც კარგად წარმოაჩინა.



ქართველმა ცენტრმა მოედანზე გატარებულ 20:16 წუთში, 12 ქულა ჩააგდო, ფარიდან ასხლეტილი ბურთი კი 8-ჯერ მოხსნა, მათ შორის 5-ჯერ მეტოქის ფარზე. ბითაძემ 9-დან 6 ორქულიანი გამოიყენა, აქედან კი უმეტესობა ჩატენვები იყო. მის აქტივში 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა, ასევე რაც მთავარია, არცერთი დაკარგვა იყო. გოგა მეტოქეების წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდა.

მატჩი მისმა „ორლანდო მეჯიქმა“ ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან, „მილუოკი ბაქსთან“ 123:134 წააგო.

იანის ანტეტოკუნმპოს არ ყოფნაში ლიდერობა ბრუკ ლოპესმა, კრის მიდლტონმა და ჯევონ კარტერმა იტვირთეს, რომელთაც 26, 24 და 24 ქულები ჩააგდეს. ბითაძის თანაგუნდელებიდან საუკეთესო კოულ ენტონი იყო. მის ანგარიშზე 23 ქულაა.

დღევანდელი მარცხის შემდგომ, ქართველი კალათბურთელის გუნდი 27 მოგებითა და 39 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, როდესაც 47-18_ზე მაჩვენებლით, „მილუოკი ბაქსს“ ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 10 მარტს, „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ გამართავს, მილუოკი კი თავის მხრივ, „ბრუკლინ ნეტსს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.13044