საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უცხოელი აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით, რასაც თბილისში საპროტესტო აქცია მოჰყვა, სოციალურ ქსელში ქართველი სპორტსმენები გამოეხმაურნენ.
მათ ნათლად დააფიქსირეს პოზიცია, რომ საქართველოს მომავალი ევროპისკენაა. გთავაზობთ, რამდენიმე მათგანის პოსტებს, რომელიც სოციალურ ქსელების სხვადასხვა არხებზე განათავსეს.
სანდრო ბაზაძე: "არავის არ აქვს უფლება შეუშალოს ხელი ქვეყნის განვითარებას!!! მე ვარ ქართველი და ყოველთვის ხელს შევუწყობ ჩემი ქვეყნის განვითარებას. მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი! საქართველო ევროპა იყო არის და იქნება!!!
თორნიკე შენგელია: "მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი. სადაც ჩემი სამშობლოა იქ ვარ მეც".
ზაზა ფაჩულია: "საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა! მშვიდობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს".
მერაბ შარიქაძე: "ევროპა ერთადერთი გამოსავალია".
ხვიჩა კვარაცხელია: "საქართველოს მომავალი ევროპაშია".
გიორგი წიტაიშვილი: "არა რუსულ კანონს“.
ლევან მჭედლიძე: "ჩვენი გზა ევროპაშია. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს".
ბუდუ ზივზივაძე: "საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა".
ვაკო ყაზაიშვილი: "საქართველოს მომავალი ევროპაშია".
ლევან კუტალია: "ისევ როგორც ქართველი ერის, ჩემი, ჩემი ოჯახისა და შვილების არჩევანი ევროპაა. მე როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე ჩემი სამშობლოს გაერთიანებას მხოლოდ ევროპის დიდ ოჯახში ვხედავ. არ მინდა და ვერ ვხედავ ჩემი შვილებისა და ქართველი ერის მომავალს რუსეთში. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლებაში, მთავარია ერთ რამ,საქართველო ევროპაა, აფხაზეთი და სამაჩაბლო კი საქართველოა. არა რუსულ კანონს.. ჩემი ხმა დემოკრატიულ, დამოუკიდებელ, თავისუფალ და რაც მთავარია, ევროპულ საქართველოს".
გიორგი მამარდაშვილი: "მხოლოდ ერთი გზა არსებობს - ევროპისკენ".
ზურიკო დავითაშვილი: "საქართველოს მომავალი ევროპაშია".
გოგა ბითაძე: „ადამიანები უკეთესები უნდა ვიყოთ".
ნანა ძაგნიძე: "მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი. ნებისმიერი ქართველი, რომელიც თავისი ნებით, ან თუნდაც უნებლიედ, ხელს შეუშლის საქართველოს სვლას ევროპისკენ, არის მოღალატე საკუთარი ქვეყნის".
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სპორტსმენებისა, ვინც პოზიცია დააფიქსირა. სოციალურ ქსელში ასევე სხვადასხვა სახის მხარდამჭერი პოსტები გამოაქვეყნეს ჯანო ანანიძემ, ჯაბა კანკავამ, ზურაბ ხიზანიშვილმა, ზურაბ იაკობაშვილმა, გიორგი ასანიძემ, გიორგი მიქაუტაძემ და სხვებმა...