ფეხბურთი

2:00 | 8.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" და "ბენფიკა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებენ

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა. ლონდონის „ჩელსი“ და ლისაბონის „ბენფიკა“ ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ, ხოლო „დორტმუნდი“ და „ბრიუგე“ ასპარეზობას გამოეთიშნენ.

„ჩელსიმ“ გერმანიაში 0:1 წააგო, მაგრამ საკუთარ მოედანზე დაქამბექება მოახერხა და მეტოქის კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანა, რაც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი იყო. პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში რაჰიმ სტერლინგმა გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტით კაი ჰავერცმა სხვაობა ორამდე გაზარდა. „დორტმუნდს“ საკმარისი დრო ჰქონდა სიტუაციის შესაცვლელად, მაგრამ ედინ ტერზიჩის გუნდმა ეს ვერ მოახერხა და ორი მატჩის ჯამში „ჩელსიმ“ 2:1 იმარჯვა, შესაბამისად, მეოთხედფინალშია.

გაცილებით მარტივად ჰქონდა საქმე „ბენფიკას“, რომელმაც „ბრიუგე“ სტუმრად 2:0 დაამარცხა, ხოლო ამჯერად საკუთარ მოედანზე სულაც 5:1 გაანადგურა. „არწივები“ 5:0-საც იგებდნენ და ბელგიელებმა მხოლოდ ბოლოს მოახერხეს პრესტიჟის გოლის გატანა. ორი მატჩის ჯამში „ბენფიკამ“ 7:1 იმარჯვა. ზოგადად, პორტუგალიურმა გრანდმა ჯგუფური ეტაპიც დიდებულად ჩაატარა და ნამდვილად ანგარიშგასაწევი ძალაა, ამდენად, მეოთხედფინალში საჩუქარი არავისთვის იქნება.

„ბენფიკა“ – „ბრიუგე“ 5:1 (2:0) - ორი მატჩის ჯამში: 7:1

გოლები: 1:0 რაფა სილვა (38), 2:0 რამოში (45), 3:0 რამოში (57), 4:0 ჟოაო მარიო (71), 5:0 ნერეში (77), 5:1 მეიერი (87)

„ჩელსი“ – „დორტმუნდი“ 2:0 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 2:1

გოლები: 1:0 სტერლინგი (43), 2:0 ჰავერცი (53, პენ)

0.141074