საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა.
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა აგენტებთან დაკავშირებული კანონპროექტი მიიღო, შარიქაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
„ევროპა ერთადერთი გამოსავალია“, - დაწერა შარიქაძემ.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით, შარიქაძე ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც პოზიცია ღიად დააფიქსირა.