„მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი კაზემირო, „ლივერპულთან“ (0:7) ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩში დაშავდა - გვამცნობს ESPN.
კაზემირო შეხვედრის 77-ე წუთზე შეცვალეს. მის მაგიერ მოედანზე მარსელ ზაბიცერი გავიდა.
ევროპა ლიგის „ბეტისთან“ პირველი მერვედფინალური, საშინაო მატჩის წინ, კაზემიროს მდგომარეობას სამედიცინო პერსონალი შეაფასებს და დაადგენს, შეძლებს თუ არა ბრაზილიელი თამაშს.
მატჩი ხუთშაბათს, 9 მარტს გაიმართება „ოლდ ტრაფორდზე“ და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.