კალათბურთი

10:03 | 6.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძემ პორტლენდთან 6 წუთი ითამაშა და 4 ქულა ჩააგდო (+VIDEO)

დღეს ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ NBA-ში მორიგი მატჩი ჩაატარა „ორლანდო მეჯიქის“ მაისურით და „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ წინააღმდეგ 4 ქულაც ჩააგდო.



ქართველი მოედანზე 6 წუთი და 12 წამი იმყოფებოდა, რა დროშიც 2-დან 2 სროლა ზუსტად გამოიყენა, უფრო სწორად 1 ბურთი ჩააგდო და ერთიც ჩატენა. ამასთან ერთად, ბითაძეს 2 მოხსნაც ჰქონდა.

მატჩი დაძაბული გამოვიდა, თუმცა ქართველის გუნდი საკუთარ დარბაზში მეტოქესთან 119:122 დამარცხდა.

კვლავ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა დემიენ ლილარდმა, რომელმაც თავი 41 ქულით და 9 მოხსნით გამოიჩინა. ორლანდოში გამორჩეული კვლავ დრაფტის პირველი ნომერი პაოლო ბანკერო იყო. მის ანგარიშზე 26 ქულაა.

დღევანდელი მარცხის შემდგომ, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ 27 მოგებიათა და 38 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი გუნდი 8 მარტს, „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება „ტრეილ ბლეიზერსს“, ეს გუნდიც მეცამეტეა, თუმცა საპირისპირო კონფერენციაში. მომდევნო შეხვედრას გუნდი უკვე ხვალ, 7 მარტს, „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.111634