იტალიის სერია A-ს საკალათბურთო ჩემპიონატის მეოცე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ტორტონას“ უმასპინძლა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 91:90 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვების მომტანი ქულა თორნიკე შენგელიამ ჩააგდო, რომელმაც 90:90-ზე, როცა 2 წამი რჩებოდა საფინალო სირენამდე ორიდან ერთი ჯარიმა გამოიყენა, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.
ქართველმა კალათბურთელმა 16 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. 2-დან 1 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
„ვირტუს ბოლონია“ 16 მოგებით და 4 წაგებით „ოლიმპია მილანოსთან“ ერთად ლიდერობას იყოფს, მომდევნო ტურში კი 12 მარტს, „ვენეციას“ ესტუმრება.