სხვა

1:31 | 6.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვიტფელის სუპერ-გიგანტი ნინა ორტლიბმა მოიგო

მიკაელა შიფრინმა ისევ ვერ შეძლო მსოფლიო თასზე სანუკვარი, 86-ე გამარჯვების მოპოვება. ნორვეგიის კვიტფილში გამართულ სუპერ-გიგანტის რბოლაში, ის კვარცხლბეკის მიღმა დარჩა, რაც დიდწილად, ცვალებადი ამინდის გამო მოხდა. კვარცხლბეკის სამივე საფეხური კი ავსტრიელებმა დაიკავეს.

გამარჯვება ნინა ორტლიბმა მოიპოვა, ვინც თანამემამულეები, სტეფანი ვენიერი და ფრანცისკა გრიტში ჩამოიტოვა. სამივე ტრასაზე მაშინ გამოვიდა, როცა ამინდი გაუმჯობესდა. შიფრინი გამარჯვებულს თითქმის წამით ჩამორჩა და მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

ამერიკელს ლეგენდარული ინგემარ სტენმარკის მიღწევის (მსოფლიო თასზე 86 გამარჯვება) გამეორების შესაძლებლობა, შვედეთის არეში ექნება, სადაც მისთვის მის ფავორიტ სახეობებში, გიგანტური სლალომისა და სლალომის რბოლები გაიმართება. მას 2012 წელს, სწორედ არეში აქვს მოპოვებული მსოფლიო ტასზე პირველი გამარჯვება.

საინტერესოა, რომ ამ სეზონში, სუპერ-გიგანტში გამართულ შვიდ რბოლას, ამდენივე სხვადასხვა გამარჯვებული ჰყავდა. სხვათა შორის, ავსტრიელმა ქალებმა ამ სეზონში მხოლოდ მეორე გამარჯვება მოიპოვეს. დაკიდევ, ავსტრიელებმა აქამდე სუპერ-გიგანტში ბოლოს კვარცხლბეკის სამივე საფეხური 2005 წელს დაიკავეს. მაშინ კანადის ლეიკ ლუისში გამარჯვება ალექსანდრა მაისნიცერმა მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილები კი ანდრეა ფიშბახერმა და მიქაელა დორფმაისტერმა დაიკავეს.

0.127951