ესპანეთის ლიგა ენდესას 21-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ სტუმრად „ვალენსიასთან“ 72:77 დამარცხდა.
ქართველ ცენტრს საკლუბო ასპარეზზე დაბრუნება არცთუ იდეალური გამოუვიდა: მან მხოლოდ 12:22 წუთი ითამაშა, საკუთარ გუნდს კი 6 ქულით, 3 მოხსნით და 1 პასით დაეხმარა. გიორგიმ 5 ფოლის მიღება მოასწრო, მსაჯებთან კამათის გამო კი მეოთხე პერიოდის დასაწყისში თამაშიდან გააძევეს.
„ლენოვო ტენერიფე“ 14 მოგებით და 6 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 11 მარტს, „ჟუვენტუტს“ უმასპინძლებს.