მაქს ფერსტაპენმა და „რედ ბულმა“ ახალი სეზონი ტრიუმფალურად დაიწყეს. ჰოლანდიელმა მსოფლიო ჩემპიონმა ბაჰრეინის დიდი პრიზის რბოლა კონკურენციის გარეშე მოიგო, სერხიო პერესმა კი ხარების დუბლი უზრუნველყო. კვარცხლბეკის მესამე საფეხური კი „ასტონ მარტინის“ ფერნანდო ალონსომ დაიკავა.
„რედ ბულმა“ გასული ივლისის შემდეგ გამართულ 12 რბოლაში, მე-10 გამარჯვება მოიპოვა და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამჟამად დაუმარცხებელი ძალაა.
ხარებისგან განსხვავებით, სეზონი წარუმატებლად დაიწყეს „ფერარიმ“ და „მერსედსმა“. ამ ორივე გუნდის პილოტებმა, კვარცხლბეკზე ასვლა ვერ შეძლეს. მესამე ადგილის შანსი შარლ ლეკლერს ჰქონდა, მაგრამ მას ძალურმა დანადგარმა უმტყუნა. კარლოს საინსს კი ფერნანდო ალონსომ გაასწრო, რომელმაც რბოლა მესამემ დაასრულა. საინსი მეოთხეს დასჯერდა.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფერსტაპენმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო. ამასთან, მან პირველად მოიგო ბაჰრეინში. და შესაბამისად, მეტოქეებს ტყუილი ილუზიებიც არ დაუტოვა, როგორც წინა სეზონში.
ლეკლერი კარგა ხანს მეორე ადგილზე იყო, რომელზეც სტარტზევე გადაინაცვლა. მაგრამ შუა რბოლაში პერესმა გაასწრო, შემდეგ კი ძრავმა უმტყუნა. ამის შემდგმ პერესსაც კონკურენტი აღარ ჰყოლია.
ალონსომ კი თავისი მესამე ადგილი, საინსთან უშეღავათო ბრძოლით მოიპოვა. „ფერარის“ პილოტი გაუძალიანდა, მაგრამ ალონსომ გამოცდილების წყალობით (ეს მისთვის 356-ე რბოლა იყო), თავისი გაიტანა. ეს ფინიშამდე 12 წრით ადრე მოხდა. საინსის გასწრება ლუის ჰამილტონმაც სცადა, მაგრამ ამჯერად ესპანელმა პოზიციის დაცვა შეძლო.
ბაჰრეინის დიდი პრიზი
ბაჰრეინი, სახირი, დსტანცია 308.238 კმ (5.412 კმ, 57 წრე)
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:33:56.736
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) +11.987
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ასტონ მარტინი) +38.637
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) +48.052
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) +50.977
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) +54.502
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) +55.873
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) +72.647
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალპინი) +73.753
- ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) +89.774
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) +90.870
- ლოგან სარჯენტი (აშშ, ულიამსი) +1 წრე
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) +1 წრე
- ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, ალფატაური) +1 წრე
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ჰაასი) +1 წრე
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) +1 წრე
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +2 წრე
- ოსკარ პიასტრი (ავსტრალია, მაკლარენი) 13 წრე
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 39 წრე
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 41 წრე
უსწრაფესი წრე: გუანიუ ჟოუ - 1:33.996 (56-ე წრე, 207.276 კმ/სთ)
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. მაქს ფერსტაპენი - 25 ქულა; 2. სერხიო პერესი - 18; 3. ფერნანდო ალონსო - 15; 4. კარლოს საინსი - 12; 5. ლუის ჰამილტონი - 10; 6. ლანს სტროლი - 8; 7. ჯორჯ რასელი - 6; 8. ვალტერი ბოტასი - 4; 9. პიერ გასლი - 2; 10. ალექს ელბონი - 1.
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 43 ქულა; 2. ასტონ მარტინი - 23; 3. მერსედესი - 16; 4. ფერარი - 12; 5. ალფა რომეო - 4; 6. ალპინი - 2; 7. უილიამსი - 1.