ძიუდოში ტაშკენტის გრანდ სლემი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა კი გამოსვლა ბრინჯაოს მედლის მოპოვებით დაასრულა, რომელიც გელა ზაალიშვილის ანგარიშზეა.
+100 კგ წონაში ზაალიშვილმა ტაჯიკი იბროჰიმიონ ელმუროდოვი დაამარცხა, მერე კუბელ ენდი გრანადასთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ყაზახ გალიმჟან კრიკბაის მოუგო. შესაბამისად, ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა, სადაც ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა, რომელსაც ორი ვაზარით, შესაბამისად იპონით აჯობა.
ამრიგად, ტაშკენტის გრანდ სლემი საქართველომ სამი მედლით მეოთხე ადგილზე დაასრულა, რომელიც ვარლამ ლიპარტელიანმა (ოქრო), ეთერ ლიპარტელიანმა (ვერცხლი) და გელა ზაალიშვილმა (ბრინჯაო) მოიპოვეს.