ფეხბურთი

13:24 | 5.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კასანომ იტალიურ კლუბებს 17 წლის ფეხბურთელი ურჩია: "ის კვარაცხელიას ჰგავს"

ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ იტალიურ კლუბებს ბელგიური „ბრიუგეს“ ნიჭიერი ფეხბურთელის, ანტონიო ნუსას შეძენა ურჩია. როგორც მან თქვა, ის მხოლოდ 17 წლისაა, მაგრამ უკვე მზადაა.

კასანოს აზრით, ნორვეგიელი ტალანტი თვისებებით ხვიჩა კვარაცხელიას ჰგავს:

„მინდა, „ბრიუგეს“ ტალანტი გამოვარჩიო, რომელიც არის ანტონიო ნუსა. 2005 წელს დაბადებული ბიჭი, რომელიც აპრილში 18 წლის გახდება, ის ფენომენია. ფანტასტიკური, ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელია. გოლები გააქვს, პასებს აკეთებს, მართლაც ძლიერია. იტალიური კლუბები ახალგაზრდა ტალანტების ბაზარზე ძალიან ცუდად მუშაობენ. ერთადერთი გამონაკლისი კრისტიანო ჯუნტოლია, რომელმაც „ნაპოლიში“ კვარაცხელია მიიყვანა. ნუსა თვისებებით სწორედ ქართველ ფეხბურთელს ჰგავს. მართალია, უნდა გაიზარდოს, მაგრამ 17 წლისაა და უკვე შეიძლება მისი ყიდვა“, - თქვა კასანომ.

0.127518