ფეხბურთი

2:00 | 5.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპე “პსჟ“-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში „პსჟ“-ის ფრანგმა შემტევმა, კილიან მბაპემ კლუბის მაისურით 201-ე გოლი გაიტანა და პარიზული კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.



„პარი სენ-ჟერმენმა“ „ნანტს“ უმასპინძლა, 4:2 დაამარცხა და სწორედ ამ მატჩში მოახერხა მბაპემ თავისი 201-ე გოლის გატანა.

ანგარიში ლეო მესიმ გახსნა, რომელმაც თავის მხრივ, ლიგებში მე-1000 შედეგიანი ქმედებით გამოიჩინა თავი. 5 წუთში ჰაიდამმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და პარიზელთა უპირატესობა ორბურთიანი გახდა.

„ნანტმა“ ბოლომდე იბრძოლა და ჯერ ლუდოვიკ ბლაისის, შემდეგ კი განაგოს გოლებით ანგარიშიც გაათანაბრა და პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა.

მეორე ტაიმში „პსჟ“ ლიდერის რანგში მე-60 წუთზე დაბრუნდა, როდესაც დანილო პერეირას დარტყმული მეტოქის კარში აღმოჩნდა. მატჩის ბოლო გოლი კი უკვე ნახსენებმა კილიან მბაპემ გაიტანა და რეკორდიც დაამყარა - 4:2.

დღევანდელი მოგებით „პარი სენ-ჟერმენმა“ 63 ქულა დააგროვა და ლიდერობა გაიმყარა. „ნანტს“ კი 28 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა.

მომდევნო მატჩს „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგაზე, „ბაიერნის“ წინააღმდეგ შუა კვირაში ჩაატარებს, ლიგა 1-ში კი 11 მარტს „ბრესტს“ დაუპირისპირდება. რაც შეეხება „ნანტს“, ანტუან კომბუარეს შეგირდები 12 მარტს „ნიცას“ მიიღებენ.

0.121988