ნორვეგიელმა ალეკსანდერ ომოდტ კილდემ, ამერიკის ასპენში გამართული დაშვების რბოლა მოიგო და ამ სახეობაში ბროლის მცირე გლობუსი გაინაღდა. ეს მსოფლიო თასის დაშვებაში, მის მიერ მოპოვებული მეორე გლობუსია.
უამინდობის გამო, იყო იმის შანსი, რომ რბოლა გადადებულიყო. მაგრამ ასე არ მოხდა და კილდემ ამ სეზონში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. მისთვის ეს სულ მეოთხე გლობუსია, რომელთაგან ორი სუპერ-გიგანტში მოიპოვა, დაშვებაში კი უკვე ზედიზედ ორი. ამავე სეზონში მას დაშვებაში უკვე მოპოვებული აქვს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
აღსანიშნავია, რომ პარასკევის რბოლა უამინდობის გამო გადაიდო და შაბათსაც ძლიერი ქარი იყო მოსალოდნელი. მაგრამ ორგანიზატორებმა გარისკეს და რბოლაც ჩატარდა. მეორე ადგილი კანადელმა ჯეიმს კრაუფორდმა დაიკავა, მესამეზე კი შვეიცარიელი მარკო ოდერმატი გავიდა.