რაგბი

0:35 | 5.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუმინეთის დამარცხების შემთხვევაში საქართველო ფინალში პორტუგალიას შეხვდება

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი მიიღო და 27:10 დაამარცხა, შესაბამისად ფინალშიც ითამაშებს.



პორტუგალიის ნაკრებმა ნახევარფინალური მატჩი წარუმატებლად დაიწყო და მე-19 წუთისთვის 0:10-ს აგებდა, თუმცა მასპინძლებმა ყურადღება მოიკრიბეს და მეტოქეს ერთბაშად 27 ქულა გაუტანეს.

საბოლოო ჯამში, პორტუგალიელებმა 3 ლელო დადეს და ფინალის საგზურიც მოიპოვეს. თუ ვინ იქნება ესპანეთში მათი მეტოქე ეს ხვალ, საქართველოსა და რუმინეთის მატჩში გადაწყდება.

„ბორჯღალოსნების“ შეხვედრა 16 საათზე ავჭალის სტადიონზე გაიმართება. გამარჯვებული ფინალში პორტუგალიას შეხვდება, დამარცხებული კი მესამე ადგილისთვის მატჩში ესპანეთს დაუპირისპირდება.

დღესვე მე-5-მე-8 ადგილებისთვის მატჩიც გაიმართა, რომელშიც ნიდერლანდების ნაკრებმა ბელგიას სძლია, პოლონეთისა და გერმანიის მატჩი კი ხვალ შედგება.

0.11168