ძიუდო

14:40 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან გუგავა ტაშკენტის გრანდ სლემს გამოეთიშა

ტაშკენტის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის უმედლოდ დასრულდა. ძალები ამჯერად მხოლოდ ლევან გუგავამ მოსინჯა, რომელმაც მედლისთვის ვერ იბრძოლა.

81 კგ წონით კატეგორიაში გუგავამ პირველივე შეხვედრა წააგო ეგვიპტელ აბდელარჰამ მოჰამედთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ტაშკენტის გრანდ სლემზე საქართველოს აქტივში 1 ვერცხლის მედალია, რომელიც ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

0.118702