ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ დინო ძოფმა იტალიურ მედიასთან განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ნებისმიერ ეპოქაში მაღალ დონეზე ითამაშებდნენ.
„კვარა და ოსიმენი? მათნაირი ფეხბურთელები ნებისმიერ ეპოქაში შექმნიდნენ განსხვავებას. ისინი წარსულშიც იქნებოდნენ გადამწყვეტი ფეხბურთელები. „ნაპოლი“? ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს, ისეთი რამ ვნახე, რაც აქამდე არ მქონდა ნანახი, ლიდერსა და მეორეადგილოსანს შორის ასეთი სხვაობა“, - თქვა ძოფმა.
შეგახსენებთ, რომ დინო ძოფი თავის დროზე „ნაპოლის“ რიგებში თამაშობდა და შემდეგ გადავიდა „იუვენტუსში“.