ლონდონის „არსენალი“ ბუკაიო საკას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო წერს.
წყაროს თანახმად, მხოლოდ ოფიციალური განცხადებაა დარჩენილი. საკა „მეთოფეებთან“ ახალ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამჟამად ის კვირაში 70 000 გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს, განახლებული კონტრაქტით კი 200 000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს.
ბუკაიო საკა „არსენალის“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 2019 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან 164 მატჩში 34 გოლის გატანა მოახერხა.