ფეხბურთი

18:08 | 3.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

აშრაფ ჰაკიმის ბრალი გაუპატიურებაში წაუყენეს

„პარი სენ ჟერმენისა“ და მაროკოს ნაკრების ფეხბურთელი აშრაფ ჰაკიმი სკანდალში გაეხვა. L’Equipe-ს ცნობით, პროკურატურა ჰაკიმის სექსუალურ ძალადობაში ბრალს დებს.

როგორც ცნობილი ხდება, ჰაკიმიმ საკუთარ სახლში თებერვალში 24 წლის გოგონა გააუპატიურა. მიუხედავად იმისა, რომ აფრიკელი ფეხბურთელის ადვოკატმა ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა, ჰაკიმის მეუღლემ ფეხბურთელთა განქორწინების პროცესი დაიწყო.

24 წლის მაროკოელმა სასამართლოში ჩვენება უკვე მისცა, მას ბრალი დასდეს და საქმის განხილვა გრძელდება. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში აშრაფ ჰაკიმიმ ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.340885