ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძვის. სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელშიც ხმის მიცემა ნებისმიერს შეუძლია.
კვარაცხელიას გარდა, ნომინანტები არიან ფედერიკო ბასკიროტო (ლეჩე), ანხელ დი მარია (იუვენტუსი), ალექსეი მირანჩუკი (ტორინო) და ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი).
კვარამ თებერვალში სერია A-ში 4 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ხმის მიცემა კი ამ ბმულზე შეგიძლიათ:
აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად აგვისტოში დაასახელეს, თუმცა მას შემდეგ ნომინანტებშიც არ დაუსახელებიათ.
სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვით წინა თვეებში საუკეთესოები გახდნენ: ხვიჩა კვარაცხელია (აგვისტო), კიმ მინ-ჯე (სექტემბერი), რაფაელ ლეაუ (ოქტომბერი), მოიზე კინი (ნოემბერი) და ვიქტორ ოსიმენი (იანვარი).