„ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა „ელ კლასიკოში“ კარი მშრალად მეექვსედ შეინახა და იკერ კასილიასის შედეგი გაიმეორა.
თავის დროზე იკერმაც „ელ კლასიკოში“ გოლი 6-ჯერ არ გაუშვა, თუმცა ეს რეკორდი არაა. საუკეთესო შედეგი ვიქტორ ვალდესს აქვს - 7 მშრალი მატჩი.
ცხადია, ტერ შტეგენს მისი მიღწევის გაუმჯობესების შანსი აქვს. მომდევნო ერთი განმავლობაში „ელ კლასიკო“ კიდევ ორჯერ გაიმართება და გერმანელს რეკორდის დამყარების შანსი მიმდინარე სეზონშივე ექნება.