ფეხბურთი

2:15 | 3.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-ნორვეგიის მატჩის ბილეთები 24 საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა

საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებთა მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა. ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა დაადასტურა.

ბილეთების რეალიზება ონლაინრეჟიმში 2 მარტს დაიწყო და 24 საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა. ამრიგად, შეხვედრას 20 000 გულშემატკივარი დაესწრება, რადგან ბათუმის „აჭარაბეთ არენა“ სწორედ ამ რაოდენობის ქომაგს იტევს.

საქართველო-ნორვეგიის მატჩი 28 მარტს გაიმართება და ეს იქნება ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა.

ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს ასევე ბათუმში ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს მონღოლეთის ნაკრების წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ „დინამო არენაზე“ სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც საქართველოს ნაკრები წლის პირველ მატჩებს ბათუმში ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114636