ფეხბურთი

1:10 | 3.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო ალკანტარა შესაძლოა თურქეთის ჩემპიონატში გადავიდეს

„ლივერპულის“ ფეხბურთელმა ტიაგო ალკანტარამ შესაძლოა კლუბი დატოვოს და კარიერა სტამბოლის „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელოს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

ტიაგოს მიმდინარე სეზონი წარმატებული არ აქვს, რის გამოც „ლივერპულიდან“ მისი წასვლის შანსი მაღალია. თურქული კლუბი კი 31 წლის ესპანეთს სარფიან პირობებს სთავაზობს.

ტიაგო ალკანტარა „ლივერპულში“ 2020 წლიდან თამაშობს და 93 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ბარსელონასა და „ბაიერნის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101759