სხვა

16:00 | 1.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოციგურავეები იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე იწყებენ ასპარეზობას

დღეს კანადის ქალაქ კალგარში სტარტს აიღებს იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც 44 ქვეყანას შორის, ქართველი იუნიორი მოციგურავეებიც მიიღებენ მონაწილეობას.



კალგარიში სულ 44 ქვეყნის 179 სპორტსმენი, მათ შორის 42 ვაჟი, 47 გოგონა, 14 სპორტული და 31 მოცეკვავე წყვილი იასპარეზებს. საქართველოს ნაკრებიდან ჩემპიონატზე წარმოდგენილი იქნებიან ინგა გურგენიძე (ერთეული გოგონები), კონსტანტინე სუპატაშვილი (ერთეული ვაჟები), გრეის ელიზაბეტ ვეინიკი და ეჰორ ბარშაკი (სპორტული ცეკვები).

ინგა გურგენიძისა და მოცეკვავე ვეინიკი-ბარშაკის წყვილისათვის მსოფლიო ჩემპიონატი მათ კარიერაში სადებიუტო გამოსვლა იქნება.

პირველ დღეს ასპარეზობაში ინგა გურგენიძე ჩაერთვება, რომელიც თავისი მოკლე პროგრამით 31-ე ნომრად გამოვა. 13 წლის ქართველმა სპორტსმენმა ცოტა ხნის წინ რწყინვალედ იასპარეზა სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე (Dragon Trophy & Tivoli Cup), სადაც ოქროს მედალი დიდი უპირატესობით მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ კანადაში მსაჯთა შემადგენლობაში იმუშავებენ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები საქართველოდან სალომე ჩიგოგიძე და იულია ლევშუნოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125088