ფეხბურთი

13:42 | 1.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსკარ გლუხი: “ბარსელონას“ ინტერესი გამიხარდა, თუმცა „რეალის“ გულშემატკივარი ვარ

ნიჭიერმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ისრაელის წარმომადგენელმა ოსკარ გლუხმა, რომელიც ცოტა ხნის წინ „რედ ბულს ზალცბურგს“ შეუერთდა, „ბარსელონას“ ინტერესზე და საყვარელ გუნდზე ისაუბრა.



კატალონიური კლუბი გლუხის შეძენით აქტიურად იყო დაინტერესებული, თუმცა ტრანსფერი ძალიან გაწელეს, რის გამოც ის „ზალცბურგს“ შეუერთდა.

„ძალიან მიხაროდა, რომ „ბარსელონას“ ჩემი შეძენა სურდა, თუმცა ისინი ბრძოლაში გვიან ჩაერთნენ და ტრანსფერი არ შედგა. კატალონიელებმა თანხმობა მაშინ განაცხადეს, როდესაც „ზალცბურგთან“ ყველაფერი შეთანხმებული იყო. ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის და ამიტომაც დავთანხმდი“

„ბავშვობიდან „რეალ მადრიდის“ გულშემატკივარი ვიყავი. ჩემი კარიერის პიკი მაშინ იქნება, როდესაც „ბერნაბეუზე“ „რეალის“ მაისურით ვითამაშებ.“ - განაცხადა 18 წლის გლუხმა.

მიმდინარე სეზონში ისრაელელმა ფეხბურთელმა ავსტრიაში 5 თამაში ჩაატარა და გულშემატკივარს თავი ლამაზი სანახაობით დაამახსოვრა. ის Forbes Israel-მა 30 ადამიანს შორის დაასახელა, ვისაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.158084