ჩოგბურთი

0:32 | 1.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ტრავმის გამო, ინდიან ველსზე და მაიამიში ვერ ითამაშებს

რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ ტრავმის გამო, მასტერსის ორი ამერიკული ტურნირის, ინდიან ველსის და მაიამის ღია პირველობის გამოტოვება გადაწყვიტა. მან თეძოს ტრავმა ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში თამაშისას მიიღო და მას შემდეგ, კორტზე არც გამოსულა.

ნადალი ამბობს, რომ ექიმების მითითების შესაბამისად, ფიზიოთერაპიის და რეაბილიტაციის კურსი დაიწყო და ტურნირებზე სათამაშოდ მზად არაა. მან ინდიან ველსის შარშანდელ ფინალში ტეილორ ფრიცთან წააგო და მაიამის ღია პირველობა გამოტოვა, რათა თიხნარის სეზონისთვის უკეთ მომზადებულიყო.

„ვწუხვარ, რომ ინდიან ველსზე და მაიამიში თამაშს ვერ შევძლებ. ძალიან ვწუხვარ, რომ იქ ვერ ვიქნები. ძალიან მომენატრებიან ჩემი ამერიკელი ფანები. თუმცა იმედი მაქვს, მათ მოგვიანებით, ზაფხულში ვნახავ“, - განაცხადა დიდი სლემის 22 ტიტულის მფლობელმა ესპანელმა.

36 წლის ნადალს ინდიან ველსი სამჯერ (2007, 2009 და 2013 წლებში) აქვს მოგებული. მაიამის ღიას ფინალში კი ხუთჯერ ითამაშა, მაგრამ ხუთივე შეხვედრა წააგო. უფრო მეტიც, 2017 წლის შემდეგ იქ არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118367