ფეხბურთი

17:54 | 28.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

Eldesmarque: "მამარდაშვილი კიდევ ერთხელ იყო საუკეთესო და კარი დალუქა"

ესპანური გამოცემა Eldesmarque გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს. როგორც გამოცემა იტყობინება, ქართველმა მეკარემ ჯადოს დასრულება მოახერხა და სამი თვის შემდეგ კარი მშრალად შეინახა.

„ვალენსიამ“ „მესტალიაზე“ „სოსიედადი“ დაამარცხა, გიორგი მამარდაშვილი კი კიდევ ერთხელ გახდა გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. მან საბოლოოდ მოახერხა კარის მშრალად შენახვა სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ. ეს ყველაფერი მაღალი დონის მეტოქის წინააღმდეგ. პირველ ტაიმში გიორგის ცოტა სამუშაო ჰქონდა, რადგან „სოსიედადს“ რეალური საგოლე მომენტები არ ჰქონდა. ამიტომ, ქართველ მეკარეს განსაკუთრებული სამუშაო არ ჰქონია. მეორე ტაიმშიც არ ჰქონია დიდი სეივები, მაგრამ ვერავინ შეძლო მისი დაჯაბნა. თუმცა, ცათამბჯენივით იდგა, ასე რომ მან კარი მშრალად შეინახა და „ვალენსიამ“ თამაში სამი თვის შემდეგ მოიგო.

„ვალენსიამ“ ლა ლიგაში 10 ნოემბრის შემდეგ მოახერხა კარის მშრალად შენახვა, ხოლო სტუმრად ბოლოს ასეთი რამ მაისში „სან მამესზე“ მოხდა. „სოსიედადთან“ შეხვედრაში გიორგიმ ჯადოს მოხსნა შეძლო და თავისი კარი დალუქა“, - წერს Eldesmarque.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ უახლოეს შეხვედრას 5 მარტს, „ბარსელონას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111128